ენმ-ს წევრი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

მანუჩარ ჩხეტია

,,ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დაფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშისანრდა რულოვსი: კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიაავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი