სანიკიძე: ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში უდაბნოდ აქცევს ამ ქვეყანას

ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ღამის მთავარში” ისაუბრა.

მისი თქმით, პრობლემა არ არის მარტო ხელისუფლების ღალატში, მის უნიათობაში, მის სიმხდალესა და მის სიბოროტეში, პრობლემა არის ოპოზიციის ნაწილში. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი თვლის რომ უნდა მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდირება იდეის გარშემო და მათი მამოძრავებელი სწორედ ეს იდეა უნდა იყოს.

ბიძინა თუ დარჩა ხელისუფლებაში, ძვლებამდე გააშიშვლებს აქაურობას, ბოლოს მოუღებს ქართულ სახელმწიფოს. უდაბნოდ აქცევს ამ ქვეყანას, – ამბობს სანიკიძე.

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი 2020 წლის არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს წინ “უსისხლო დიდგორი” ელის.

უსისხლო დიდგორი გველოდება წინ. ბრძლა იქნება ძალიან მძიმე. ნურავინ ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. არ არის ასე მარტივად საქმე, იმიტომ რომ სიბოროტეს არ აქვს ზღვარი და ის აბსოლუტურად ყველაფერს გამოიყენებს, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.

არჩევნებამდე კი, ოპოზიციის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებასთან დაკავშრებით, გუბაზ სანიკიძე, კოლეგებთან საუბარსაც აპირებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ახალკაცი FIFA-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა
შემდეგი სტატიაყველაფერი ტყუილია რაც “მწვანე ალტერნატივამ” მოყვა-ელისო კილაძის სკანდალური facebook პოსტი