ნოდარ ახალკაცი FIFA-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 11, 2020 01:42

ნოდარ ახალკაცი FIFA-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005 – 2009 წლებში ნოდარ ახალკაცი (უმცროსი), რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში 2017 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა, ამჯერად FIFA-ს წევრი ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა”,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“საამაყოა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა თანამემამულემ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში მიაღწია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს მას წინსვლას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში,” ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 11, 2020 01:42