სანდრო ბრეგაძე: „თამარ ჩუგოშვილი – შენ ხარ ბინძური მოღალატე !!!

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის დღევანდელ განცხადებას პატრიარქის მიმართ და წერს:

„თამარ ჩუგოშვილი – შენ ხარ ბინძური მოღალატე !!! რა უფლება გაქვს პატრიარქის ქადაგებას დისკრიმინაციული და სიძულვილის შემცველი უწოდო??? როგორ ბედავ შენ ეკლესიის მტერო და როზა ლუქსემბურგის სულიერო შვილო, რომ პატრიარქის სიტყვების ციტირების გამო მიკროფონი გამორთო??? შევარცხვინე შენი ქართული ოცნება და მისი ლიდერები, რომლებიც ფარისევლურად ხატების წინ იჩოქებენ და პარალერულად შენნაირ ბინძურ მანქურთებს ხელისუფლებაში სვამენ!!! პირველად ვინანე, რომ დეპუტატი აღარ ვიყავი, თორემ პატრიარქის ქადაგების შეურაცხყოფისთვის იქვე გაგებინებდი პასუხს და გადმოგაბრძანებდი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მონური მორჩილების გამო მიიღე !!! – P.S. თქვენ კიდევ ბატონო ბიძინა ეს ხალხი მართლა დებილი გგონია??? ვის ჯერავს თქვენი მორწმუნეობის და ეროვნულობის იმ ფონზე, როდესაც ეს სოროსის ნაშიერები და ეკლესიის მტრები თავზე დაგვასვი!!!“, წერს სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა