სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა
სხვა სტატიები
- სამთავრობო სტრუქტურებს რემონტზე, რბილი ავეჯის და ახალი ტრანსპორტის შეძენაზე უარის თქმაც მოუწევთ
- ანა დოლიძე : სისტემა ირაკლი კობახიძის გადადგომით არ დაინგრევა, სისტემის დანგრევა იქნება გავრილოვის აქ ჩამომყვანის, გიორგი გახარიას გადადგომა
- „ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან და ვაპირებ მათ გახიზვნას აშშ-ში“
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას; თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას; თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროს, გენერალ ზაზა ჩხაიძეს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათ გაძლიერებასა და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს.
ასევე, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ნაბიჯები დაისახა.