ექიმი: სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ ჰქონდა, არც აღუნიშნავს რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს

სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ჩიხრაძე, რომელმაც “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე პირველმა გასინჯა აცხადებს, რომ პაციენტს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ამის შესახებ არც თავად განუცხადებია.

„დაზიანებები არ აღენიშნებოდა, უბრალოდ ჩივილები ჰქონდა, რომ თავი სტკიოდა. განმიცხადა, რომ აქვს დიაბეტი, ეპილეფსია და წნევები. თვითონ უარი განაცხადა მედიკამენტების მიღებაზე,რადგან თავის ტკივილს აღნიშნავდა. კლინიკაში გადაყვანა შევთავაზეთ, კლინიკა თვითონ აირჩია. დაზიანებები არაფერი არ ჰქონდა, არც აღუნიშნავს რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დავრჩი ადგილზე იმიტომ, რომ მაინტერესებდა კარდიოგრამა, თუმცა არც ტანზე არ აღენიშნებოდა არაფერი. უბრალოდ ემოციური ფონი იყო“-აცხადებს  მარინა ჩიხრაძე.

“მან ექიმის მიერ შეთავაზებულ პირველად მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მისივე სურვილით არჩეულ სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია”-აღნიშნავს სასწრაფოს ექიმი.

 

სანდრო ბრეგაძე დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას „რუსთავი2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო აძლევდა.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქის” ირგვლის სკანდალი მარკ ცუკენბერგს 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა
შემდეგი სტატიაშსს-მ “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა