შსს-მ “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა

შსს-მ  ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო კიდევ ხუთი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

დანაშაული თავისუფლების 2-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით – მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მანამდე, შსს-მა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიექიმი: სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ ჰქონდა, არც აღუნიშნავს რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: სინამდვილეში მარშისტებმა გაბუნიას გამონათქვამი მხოლოდ საბაბად გამოიყენეს