სანდრო ბრეგაძე: “დაწყებულია შანტაჟისა და დისკრედიტაციის კამპანია პარლამენტარების მიმართ”

bregazeმოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“ახლახანს მაცნობეს ერთი საგულისხმო ინფორმაცია.უცხოეთიდან შემოსულია საკმაოდ დიდი თანხა იმისათვის,რომ საკონსტიტუციო შესწორების პროექტი,რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინებას კენჭისყრაზე ჩავარდეს,ხოლო ყველა ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსი დაბლოკილ იქნას და პოლიტიკურად განადგურდეს.როგორც მაცნობეს უკვე დაწყებულია შანტაჟისა და დისკრედიტაციის კამპანია იმ პარლამენტარების მიმართ,რომლებსაც აქამდე შუალედური პოზიცია ეკავათ,მაგრამ ეხლა უკვე ხმას მიცემენ შესწორებას.113 ხმა არ უნდა შეგროვდეს!!!ესეთია დავალება,ხოლო ადამიანები რომლებმაც სატანას სული მიყიდეს მზად არიან შესასრულებლად.მოვუწოდებ ყველა პარლამენტარს—ნუ დაემორჩილებით შანტაჟს,მუქარას,ნუ მიყიდით ეშმაკს სულს,თქვენი მხარდამჭერი ხმა მომავალ თაობებს და საქართველოს ჭირდება,რაც არ უნდა სიბინძურეები იკადრონ არ შეუშინდეთ,რადგან ჭეშმარიტებასა და რწმენაზე დიდი რამ ამქვეყანაზე არაფერი არ არსებობს!!!!!!!!!!!!!!!!!”-წერს მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე

banner
წინა სტატიაშიპარიზის ტერაქტების საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა
შემდეგი სტატია„მასტერას“ ექსტრადიცია განხორციელდა