„მასტერას“ ექსტრადიცია განხორციელდა

ფერ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰოლანდიიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას” ექსტრადიცია განხორციელდა.

თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს მასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ. კომენტარი ჟურნალისტებთან მხოლოდ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააკეთა.

„იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეფარდებულია პატიმრობა, იგი შესაბამის დაწესებულებაში მოთავსდა”

გიორგი დგებუაძეს იგივე მასტერას პროკურატურა ბრალს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამების ორგანიზებაში დებს ბრალს.

47 წლის დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელს ინტერპოლს მიმართა. დგებუაძე რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.2014 წლის ივნისში კი ის ჰოლანდიაში დააკავეს. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურა ჰოლანდიისგან გიორგი დგებუაძის ექსტრადირებაზე თანხმობას ითხოვდა, თუმცა შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა.

“მასტერას” ბრალი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 7 მარტს წარუდგინა.

https://youtu.be/l0ehxfiqMUU

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: “დაწყებულია შანტაჟისა და დისკრედიტაციის კამპანია პარლამენტარების მიმართ”
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:”მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არცერთ სიაში გაერთიანებას არ ვაპირებ”