სანდრა რულოვსი: სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს

დღეს 80 წელი შეუსრულდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას – დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეს და ეროვნულ -გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, საქართველოსთვის წამებულს, საქართველოს ეროვნულ გმირს.
სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გვაქვს სათქმელი ამ დღეს. საქართველოში გაუხსნელია მისი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვიფანტავს, ისტორიის გამყალბებლების მიერ, ზვიად გამსახურდიას გარშემო აგორებული სიცრუე. ბევრია გასაკეთებელი პირველი პრეზიდენტის ისტორიული როლის ობიექტურად შესაფასებლად და ისე დასაფასებლად, როგორც მის საქართველოს ეკადრება. სამწუხაროა, რომ დიდი დრო გვიჭირდება ამისთვის, ძალიან დიდი დრო. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პრეზიდენტებისა და ისტორიული ფაქტების ობიექტური შეფასება გაცილებით დროულად. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები . ეს დაგვეხმარება იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც ასე გვიგრძელებს ისტორიულ მიზანთან მისასვლელ გზას.
ზვიად გამსახურდიას მმართველობას უკავშირდება ორი უდიდესი ისტორიული მოვლენა: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა – დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ამ ორ ისტორიულ აქტს დიდი ბრძოლა და დიდი შრომა უძღოდა წინ, პირველ რიგში პრეზიდენტის. ჩვენც შეუპოვარი ბრძოლით და შრომით უნდა დავამტკიცოთ, რომ ბოლომდე ერთგულები ვართ საქართველოს ისტორიული არჩევანის.
ზვიად გამსახურდიას დაფასება, უპირველესად, ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობის გააზრება და იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომელშიც – 1991 წლის 31 მარტს – ერთიანმა საქართველომ ერთხმად აირჩია დამოუკიდებლობა და თავისუფლება-წერს ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე:არაფერი ისე არ ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც პრეზიდენტის სიტყვები…
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ და ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს