სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, განცხადებას ავრცელებს.

რულოვსი პოლიტიკაში ჩართვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

“ძვირფასო ფეისბუქ მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში პოლიტიკაში ნაკლებად ვიყავი ჩართული. მე გარკვეულ წარმატებას მივაღწიე ჯანმრთელობის, სოციალურ, გენდერულ და კულტურულ სფეროებში.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში მე ვხედავ აშკარა რეგრესს პროგრესის ნაცვლად, სტაგნაციას განვითარების ნაცვლად, ამას ემატება მთავრობის ბუნდოვანი ორიენტაცია, რაც, ხშირად, არ არის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში.

დროა დემოკრატიული გზით შევცვალოთ ხელისუფლება, რათა დავაბრუნოთ საქართველო პროგრესის გზაზე და უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირობებში. ვფიქრობ, ამ ყველაფერში შემიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულო. ჩვენ, ერთად ვიმუშავებთ უფრო ძლიერი და გაერთიანებული საქართველოსთვის, სადაც ჩვენი ენერგია და რესურსები ერთმანეთის კონფრონტაციის ნაცვლად, მოხმარდება წინსვლასა და კეთილდღეობას.

მე ვიღებ ამ გამოწვევას! როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა – “რისიც გჯერა და იცავ, ბრძოლის გარეშე ვერ მოიპოვებ!”

მე, ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას ვუძღვნი იმ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოში, ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში და მათ სამშობლოს დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ჩემი გადაწყვეტილება ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ფერისცვალების დღესასწაულს: ჩემთვის, მართლა, დიდი ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს თქვენი თანადგომის. მომწერეთ ხოლმე თქვენი მოსაზრებები”, – წერს რულოვსი.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“გზა სოხუმისკენ” – აქცია სამეგრელოში
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია ახალქალაქსა და ნინოწინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა