პაატა ბურჭულაძის პარტია ახალქალაქსა და ნინოწინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა

მოძრაობის ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახლქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არტიუშ ამბარცუმიანმა პარტია დატოვა და ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის.
პარტიის დატოვების მიზეზი, ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეების ბლოკთან გაერთიანება გახდა. მისივე თქმით, პარტია ასევე აღნიშნულ რეგიონში მომუშავე აქტივისტების უმეტესობამაც დატოვა, თუმცა, ზუსტ რაოდენობას, ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ვერ ასახელებს. პარტიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისიც ღიად საუბრობს.
”თავდაპირველად 2-3 თვის განმავლობაში აგვიანებდნენ ხელფასების გაცემას აგიტატორებისთვის. ადგილზე ჩვენ კარგად ვმუშაობდით და არ მინდოდა მოტყუებული ვყოფილიყავი და მომეტყუებინა ჩემი მომხრეები. ამის შემდეგ კი, როდესაც გაერთიანდნენ ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტებთან, საჭიროდ ჩავთვალე აუცილებლად დამეტოვებინა პარტია, რადგან ამ ბრძოლაში არ მინდა იმ ადამიანებთან ერთად მონაწილეობა მივიღო, რომლებსაც ქართველი ხალხი მიუღებლად მიიჩნევს”, – განაცხადა არტიუშ ამბარცუმიანმა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაჰაერო თავდასხმისას გადარჩენილი სირიელი ბავშვის ძმა გარდაიცვალა