“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხსმგებლობა არ მეკისრება,- ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისა კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა რადიო “ათინათის” ეთერში, გადაცემაში “კანდიდატი” განაცხადა.
როგორც რულოვსმა აღნიშნა, იყო ბევრი შეცდომა და ამიტომაც არიან პარტიაში ახალი სახეები.
„მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხსმგებლობა არ მეკისრება. არ დავიწყებ რაიმეს გამართლებას ან რაიმეს უარყოფას, მაგრამ ვხედავ, რომ იყო გარკვეული შეცდომები. ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ახალი სახეები ვართ, განახლებული პარტია ვართ. ძალადობა, წნეხი, ზედმეტი კონტროლი შროის არის ჩვენგან”,-აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
გადაცემა “კანდიდატი” რადიო”ათინათისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ერთობლივი პროექტია.