ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი და გამომძიებელი პატიმრობაში რჩებიან

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებულ გამომძიებლს ზურაბ ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფერდების თაობაზე სრულად დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულები მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას და მტკიცებულებების განადგურებას შეეცდებიან. პროკურორი ასევე კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზეც ამახვილებდა ყურადღებას.
მხარეებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.
ქრთამის აღების გარდა, კრიმინალური პოლიციის უფროსს გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომებზე მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება
შემდეგი სტატიახუთმა ნიღბიანმა თბილისში ერთდროულად ორი ბანკი დააყაჩაღა