სამტრედიის შემდეგ უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილებს ბაკურციხეში ჩაუტარდებათ

IMG_7066„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისსა და სამტრედიაში მრავალპროფილიანი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო ჯგუფები დაკომპლექტებული იყო ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი, ლაბორანტი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.

სამტრედიაში ჩატარებული აქციის ფარგლებში გაისინჯა 200-მდე ბენეფიციარი და დაფიქსირდა 600 ვიზიტი.
დარიგდა უფასო მედიკამენტები.
აღნიშნული ღონისძიების პარალელურად,
ქალაქ ქუთაისში მდებარე სსიპ ჟ.შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლისა და სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეების ბრტყელტერფიანობისა და ტანდებობის დარღვევის აღმოსაჩენად, უფასო გასინჯვები ჩაუტარდათ. ღონისძიებაში მონაწილეობას, ‘’ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის’’ტრამვატოლოგები იღებდნენ .
გაისინჯა 130 მოსწავლე.დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, მოსწავლეების ნახევარზე მეტს სქოლიოზი, 80%-მდე მოზარდს კი ბრტყელტერფიანობა დაუდგინდა.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი იმერეთსა და აჭარაში ზაზა ჩაჩავა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კახიანი.

მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები, შაბათს, 28 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩატარდება.
მისამართი:გურჯაანის მუნიციპალიტეტი,ბაკურციხე,ყოფილი პროფტექსასწავლებელის შენობა.

banner
წინა სტატიაშიპატიმრობიდან გათავისუფლებული ნადია სავჩენკო მზადაა, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია ხვალ პირველ ყრილობას მართავს