სამშენებლო ობიექტზე დაშავების მორიგი შემთხვევა ბათუმში

სამშენებლო ობიექტზე დაშავების მორიგი შემთხვევა ბათუმში – სიმაღლიდან ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი გადმოვარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თავის ტრავმით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაუსამართლობით გამოწვეული უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას პანკისში და მთლიანად ქვეყანაში