სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები – კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები გამკაცრდება, რადგან იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები, რომ მოულოდნელად მოხდეს გადამოწმება სამშენებლო ობიექტებზე არსებული სამუშაო პირობების.ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რომ კიდევ ერთხელ, ადამიანებმა, ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისა და განვითარების პროექტს იწყებს
შემდეგი სტატია“არის მოსაზრებები, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება თავისი კურსი ან ხედვა ჰქონდეს” – ვოლსკი