სამშენებლო კომპანია”სვეტის” ოფისში დაზარალებულები შიმშილობას აგრძელებენ

სამშენებლო კომპანია “სვეტისგან” დაზარალებული მენაშენეები შიმშილობას განაგრძობენ. გუშინ ისინი კომპანიის ოფისში შეიჭრნენ, კუთვნილი თანხა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს.

სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვები დღესაც იქნება.

კომპანიას ათასზე მეტი დაზარალებული უპირისპირდება – ისინი “სვეტს” რამდენიმე ასეული მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

„პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოიძიებენ ამ საქმეზე. პროკურატურამ გადასცა ფინანსურ პოლიციას საქმე, მაგრამ, ფინანსურ პოლიციას გამოძიების ვადა არ აქვს“- ამბობს დაზარალებული ნინო კაკაბაძე.

კომპანიის მენეჯმენტში კი განმარტავენ, რომ უკვე არსებობს ინვესტორი, რომელიც მზად არის მშენებლობა ყველა ობიექტზე განაახლოს.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულთა შორის ორი ბავშვი და ორსული ქალია
შემდეგი სტატიასაპარლამენტო კომისია დღეს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს