საპარლამენტო კომისია დღეს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს მოუსმენს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა 10 საათზეა დანიშნული და მასზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს მოუსმენენ.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები, გამომძიებელ-პროკურორები, ექსპერტები, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელები, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა პირები.

banner
წინა სტატიაშისამშენებლო კომპანია”სვეტის” ოფისში დაზარალებულები შიმშილობას აგრძელებენ
შემდეგი სტატიაილია მეორე : ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება