სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 13, 2019 16:58

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა

მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან / ALL BOING 737-8 MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM MARCH 13, 2019. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

„სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.“ აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 12 მარტს Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ განაცხადეს. მანამდე კი აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთის, ინდონეზიისა და სინგაპურის ხელისუფლებებმა. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ეთიოპიაში მომხდარი Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფით, რომელსაც 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 13, 2019 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,901
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics