ოზურგეთში ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

„ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. მას მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა“, – განაცხადა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა
შემდეგი სტატიადავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას გეგმავს