სამნიძე: შანსი არ ჰქონდათ 43%-ის!

პარლამენტის ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ პარტიას ხმების 43%-ის მიღების შანსი არ ჰქონდა.

„შანსი არ ჰქონდათ 43%-ის!

5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს – არაფერმა არ უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს.

ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების!

ესაა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის!

არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!“ – წერს ხათუნა სამნიძე.

წინა სტატიაშისაია შეთანხმების ანულირებაზე: ეს არის ნაბიჯი უკან
შემდეგი სტატიამდინარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „ქართულ ოცნებას“ კვლევის შედეგად დედაქალაქში 28 პროცენტის აღების შესაძლებლობა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება