საია შეთანხმების ანულირებაზე: ეს არის ნაბიჯი უკან

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე ამბობს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და დაბრუნებაა 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობაში.

“ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა, ეს არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წარსულში, 19 აპრილამდე არსებულ მდგომარეობაში, მდგომარეობაში როდესაც ქვეყანა იმყოფებოდა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და მაღალ პოლარიზებულ გარემოში.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს საკითხი ფაქტორბივად ისე გამოიყვანა “ქართულმა ოცნებამ”, რომ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”, – თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” განაცხადა ფაქტობრივად, რომ ისინი უარს ამბობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარების გზაზე”
შემდეგი სტატიასამნიძე: შანსი არ ჰქონდათ 43%-ის!