სამნიძე: კიდევ ერთი შანსია დღეს, რომ შევძლოთ შეთანხმება, ქვეყნის ბედია სასწორზე

“ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები, მათი მოლოდინია, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი შანსია დღეს, რომ შევძლოთ შეთანხმება.

“ბოლო რაუნდის წარუმატებლად დასრულების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენი პარტნიორები გააგრძელებდნენ თანამშრომლობას როგორც ოპოზიციასთან, ასევე ხელისუფლებასთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კომუნიკაცია, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. სახ.დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მზად ვართ კომპრომისებისთვის და ვხედავთ რა დევს სასწორზე – ეს არის ქვეყნის ბედი და ქვეყნის მომავალი, პირველ რიგში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ელოდება დღეს ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს საკითხი გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს, რომ გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე და ასევე, რასაც ელოდებიან ჩვენი პარტნიორები. ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები, მათი მოლოდინია, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას. ყველა რაუნდის წინ მე ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და ვამატებდი, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. კიდევ ერთი შანსია დღეს, რომ შევძლოთ შეთანხმება. ცვლილებები მოსალოდნელია იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლო მოლაპარაკებების დროს დაიდო, რაზეც ვერ შევთანხმდით, დღეს უკვე გვესმის და ვიცით, რომ არჩევნებამდე მისასვლელ გზამდე შესაძლებელია ვისაუბროთ, :ქართული ოცნების” განცხადებიდან გამომდინარე და ასევე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრების ასეთი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ უფრო მკაფიოდ იქნება განსაზღვრული გზა, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები”, – ამბობს სამნიძე.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ჩვენთვის გადამწყვეტია პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების თემის ასახვა დოკუმენტში
შემდეგი სტატიავაშაძე: ვისურვებდი, დღევანდელი დღისთვის დაგვერქმია “შეთანხმების დღე”