სამნიძე – ღარიბაშვილის განცხადება მოწმობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია

სასაცილოა არგუმენტი იმის შესახებ, რომ პენიტენციალურ დაწესებულებაში ტელევიზორების მარაგი გამოელიათ და ამიტომ პატიმარს ტელევიზორი არა აქვს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„ყველა ეს განცხადება სახიფათოდ ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატიმარი შიმშილობს და ამაზე ხელისუფლებას არავითარი რეაგირება არ აქვს. ნაცვლად იმის, რომ ხელისუფლება სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნავდეს, სიძულვილის, ზიზღის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან წინ მეორე ტურებია და თვლის, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება, რათა ადამიანები კიდევ უფრო დაიბნენ, მეტად დაიძაბონ და არჩევნებზე აღარ მივიდნენ“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშივაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წელს ზემოთ და მაღალი რისკის პროფესიის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – თუ არ ავიცერით, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი