ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წელს ზემოთ და მაღალი რისკის პროფესიის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დრომდე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა მხოლოდ ორჯერად ვაქცინაციას ემყარებოდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიასამნიძე – ღარიბაშვილის განცხადება მოწმობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია