სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

„პირველი კლასის რიგითი ვლადიმერ დურმიშხანის ძე მაისურაძე, დაბადებული 10.04.1995, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ალში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 2014 წლის 16 მაისიდან. იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასულში. იმყოფებოდა დათხოვნაში. იგი გუშინ ჩამოხრჩობილი იპოვეს“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ვინაიდან რიგითი დათხოვნაში იმყოფებოდა, საქმეს ხაშურის რაიონული პოლიცია იძიებს.

banner
წინა სტატიაშიხაშურში 21 წლის ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი გვაქვს