დავით უსუფაშვილი: ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მომვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

”მინდა თქვენი სახელით შეშფოთება გამოვთქვა იმაზე, რაც ჩვენს უშუალო სამეზობლოში ხდება. სამწუხაროდ, იცით, რომ არის მსხვერპლი. ჩვენ ვართ შეშფოთებული, რადგან შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს საქართველოსთვის ორ მოძმე ერს შორის. ჩვენი პოზიცია იყო და არის ურყევი, ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში. გვაქვს ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი, სომეხი ხალხის ლიდერების კეთილგონიერების იმედი.”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიანინო გოგუაძე: ჩემი ღრმა რწმენით, კოალიცია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაშალა