სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს და ინიციატივით გამოდის

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე. ის აკრიტიკებს ცალკე უწყების შექმნას და მისთვის გასაღების გადაცემას.

მისი თქმით, ამ მოქმედებით ისინი დარტყმას მიაყენებენ სპეცსამსახურებს, რადგან შესაძლოა გართულდეს ან დაგვიანდეს ოპერატიული საქმიანობისთვის საჭირო დროული ინფორმაციის მიღება.

ამირან სალუქვაძე საკითხთან დაკავშირებით ინიციატივითაც გამოდის და ამბობს, რომ საჭიროა შეიქმნას ცალკე ერთიანი საგამოძიებო სამსახური, რომელიც ამ ფუნქციას სხვა საგამოძიებო სამსახურებს ჩამოართმევს და შეითავსებს, ხოლო გასაღები დარჩეს სუსში, რომელიც საჭიროებისამებრ ამ უწყებას გადასცემს მასალებს მოკვლევისთვის.

banner
წინა სტატიაშირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბანერის გაშლას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიამსოფლიოში ნავთობის ფასი მატულობს