რაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბანერის გაშლას გამოეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბანერის გაშლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გამოხატვის მსგავსი ფორმების შეზღუდვის უფლება არ აქვს, თუმცა, მათ პრაქტიკაში გამოყენებას არ მიესალმება.

„თხოვნა იყო, რომ ჩავრეულიყავი ამ პროცესში და არ მიმეცა უმცირესობისთვისტრანსპარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა, განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, არ მაქვს უფლება, რომ გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. ერთ კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ, რომ სამწუხაროდ, გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას და გაღრმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ დღესაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. შეიძლება ასეთი რამ განმეორდეს, აქ წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ტრანსპარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი პოზიციაა,რომ გამოხატვის ასეთი ფორმები რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიცხინვალის ციხიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს და ინიციატივით გამოდის