სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაღუპული კაპრალის ცხედარი რუსთავში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს სამედიცინო სამედიცინო ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ცხედარს ხაშურში გადაასვენებენ. ჯარისკაცს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ტრაგიკული შემთხვევა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დღეს დილით მოხდა.

30 წლის კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯარისკაცმა, რომელიც პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა, დღეს გამთენიისას შეუძლოდ გახდა, ის ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამხედრო პოლიციაში ამბობენ, რომ როდესაც კაპრალი შეუძლოდ გახდა, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ სასწრაფო დახმარებით ლაზარეთში გადაიყვანეს და ასევე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადაც გამოძახეს, თუმცა მისი გარდაცვალება დაფიქსირდა. ირაკლი ბაზერაშვილის თქმით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, რომლის შედეგი საზოგადოებას ეცნობება.

რუსთავის პროზექტურასთან ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან მამუკა ხარაზიშვილის ოჯახის წევრები და სამხედროები.

„პირნათლად ასრულებდა თავის ვალდებულებას. ჯარშიც კარგი სახელი ჰქონდა, სოფელშიც და მეგობრებში. არაფერი პრობლემა არ ჰქონია,“ – აცხადებს გარდაცვლილის მამა, დიმიტრი ხარაზიშვილი.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ჯარისკაცი ავღანეთშიც იმყოფებოდა, რის შემდეგაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო, სადაც გეგმიურ სწავლებას გადიოდა.

„არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ავღანეთში მოიხადა, ტყვიაც მოხვდა, დაიჭრა, მაგრამ იქ არ მომკვდარა და აქ რა პრობლემა უნდა ჰქონოდა,“ – აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

გარდაცვლილის ნათესავები და მეზობლები ჯარისკაცზე რაიმე სახის ზეწოლას და ან ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავენ.

„ან ტრომბია ან გული, თავად ისე ჯანმრთელი ბავშვი იყო. გადაბრუნებული იყო და ხროტინებდაო. რომ გადმოვაბრუნეთო, პულსიც აღარ ესინჯებოდაო. ძალადობა, დაშინება ან ცემა – ასეთი რამ არა,“ – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.

banner
წინა სტატიაშისახიფათო თამაშის სავარაუდო მსხვერპლი – 14 წლის მოზარდის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა” – კობახიძე არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა