სახიფათო თამაშის სავარაუდო მსხვერპლი – 14 წლის მოზარდის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც ოჯახის ვარაუდით, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

14 წლის გოგონა უკვე მეოთხე დღეა, უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის. მიზეზი, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის სასიკვდილო წესებია. გოგონას მშობლები იხსენებენ, რომ არასრულწლოვანი ტელეფონით შეტყობინებებს აგზავნიდა, შემდეგ კი ის ოთახში შევიდა. მოგვიანებით დედამ საკუთარი შვილი საწოლზე მომაკვდავ მდგომარეობაში ნახა.

მშობლებმა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამვლის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მშობლები ყვებიან, რომ ბოლო პერიოდში შვილს უცნაურ საქციელს ამჩნევდნენ. მათი თქმით, გოგონას დაეწყო დეპრესია და შიშები, ასევე, მოზარდს ჰქონდა ნაჩხვლეტები ხელის მტევნებზე, რაც, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშში, ე.წ. ლურჯ ვეშაპში მის მონაწილეობაზე მიუთითებს.

„ყველა მეუბნებოდა, რომ არის დეპრესიაში ბავშვი, გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავს. მე მეუბნებოდა, დედიკო შენ ხომ არაფერი დაგემართება? არა, დედიკო, მე რა უნდა დამემართოს. დედა, მე რომ რამე დამემართოს, ხომ არ მოვკვდები., ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა. ფსიქოლოგთან წამიყვანე, დეპრესიაში ვარო. კარგი დედიკო, წაგიყვან-თქო. პარასკევს ჩამოვედი ზედა სართულიდან საძინებელში, რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ხელში ეჭირა ტელეფონი, გოგო, გაკვეთილები აიღე-მეთქი, ვუთხარი, დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, ეს და გამორთო უცებ,“ – განაცხადა გოგონას დედამ, ინგა ბურდულმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიცია კრიზისის მდგომარეობაშია და კრიზისის დაძლევისთვის სჭირდებათ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა
შემდეგი სტატიასამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა