„სამი წელი თუ კივილი გესმის, თუ ხედავ როგორ ცემს მუდმივად და წყნარად ზიხარ სახლში…შენც მკვლელი ხარ…!!!“

თბილისში, 22 იანვარს 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტი გიორგი მანჯავიძე წერს: შე დედა ****…. სამი წელი თუ კივილი გესმის, თუ ხედავ როგორ ცემს მუდმივად და წყნარად ზიხარ სახლში…შენც მკვლელი ხარ…!!!
ვინც შსს-ს განცხადება წაიკითხეთ ნათლად ჩანს რომ სხვებმაც ხელი დააფარეს პირველი შემთხვევის დროს “დედას”…!!!!!!

ტრაგიკულ ამბავს ეხმიანება პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი: „ყველა უწყების ყველა წარმომადგენელს, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა, ეჭვი მაინც გასჩენოდა, რომ 4 წლის ბავშვზე ძალადობდნენ, უნდა დაუსვას გამოძიებამ კითხვები.

ყველა ექიმი, რომელიც არ ამბობს, რომ დაზიანებები ან ბავშვის ქცევა ჰგავს ძალადობის ნიშნებს, დაკითხონ.

ყველა სოციალური მუშაკი, რომელიც საკმარისად არ ამონიტორინგებს ოჯახს სადაც არის ეჭვი ძალადობაზე, დაკითხონ.

ასევე, ყველა მეზობელს, ყველა ნათესავს ვისაც შეეძლო სცოდნოდა.

გაიხსენეთ, რომ დღემდე არცერთი პროფესიონალი ვისაც ევალებოდა და არ შეატყობინა ბავშვზე ძალადობა შსს-ს ადმინისტრაციულადაც კი არ დასჯილა, რადგან თურმე ვერ არკვევენ რომელმა უწყებამ უნდა შეადგინოს ოქმი!.

სოციალური სამსახური დიდი ხანია აღარ გვაქვს და ამას ყველა აიგნორებს, ბავშვთა დაცვაზე არცერთი უწყება არ მუშაობს, არ გვაქვს 24 საათიანი ცხელი ხაზი, არანაირი პრევენცია არ ხდება…
რის იმედზე ვართ? არაფრის.

ლექსო ლეკიაშვილი კი თავის პოსტში წერს: ირონიის განმარტება:

ეს საცოდავი ბავშვი რო ჩამოერთმია სოციალურ აგენტს, ან პოლიციას, ხო გადარჩებოდა?

და ჩამორთმევის შემთხვევაში რო გამოტყვრებოდა გურამა ფალავანდიშვილი, ან ზვიადა ტომარაძე, ან დმიტრი (შეცდომა არ გეგონოთ, დმიტრი ჰქვია მაგას და არა დიმიტრი) ლორთქიფანიძე და „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან „ევროპის მიერ შემოგდებულ იუვენალურ იუსტიციაზე“ დაიწყებდა ყვირილს, ვინმე ამოვიღებდით ხმას პოლიციელის ან სოცმუშაკის დასაცავად?

ჰოდა, ვისხდეთ ახლა, ვაზიაროთ ლინკი და ვივიშვიშოთ.

რა ფასი აქვს 4 წლის ბავშვის სიცოცხლეს, მთავარია, ოჯახის საქმეში არ ჩაერიოს ვინმე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე
შემდეგი სტატიაჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია