ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2019 22:18

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია

სპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალის მთავარი ფიგურანტი – გეგა გეგეშიძე, დაკავებულია.

გამოძიებამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2019 22:18