სამი კვირის შემდეგ ვინ იქნება მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2018 23:26

სამი კვირის შემდეგ ვინ იქნება მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამი კვირის შემდეგ ვინ იქნება მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, მის მინისტრობაზე გარკვეული ინფორმაცია აქვს, თუმცა ამბობს, რომ პრემიერის პრეროგატივაა, თავისი კაბინეტი შეადგინოს.

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, თავისი კაბინეტი შეადგინოს. ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის “ქართული ოცნების” გუნდური მოთამაშე. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, რომ სრულფასოვანი კონსულტაციების გზით შეადგინოს ახალი, 11 წევრიანი კაბინეტი.

არ ვიცი, პრემიერ-მინისტრი რა შემადგენლობით წარსდგება. პარლამენტში ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ვიცი და ეჭვი აქვთ, რომ პასუხს არ გაძლევთ. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებისთვის პატარა კენჭი დავდე, “ქართული ოცნების” ლურჯი დროშის ქვეშ, 72 პროცენტით გამარჯვება დავდე და მას შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” ერთად ვარ და ზუსტად ვიცი, რომ მომავალშიც “ქართულ ოცნებასთან” ერთად ვიქნები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2018 23:26

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics