რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა ქართული მხარის პოზიციით

დღეიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებსრუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მსვლელობის დროს ქართული მხარის პოზიციით. კერძოდ, „აბსურდულ თეზისად“ მიიჩნევს აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ხოლო ქართული მხარის მოთხოვნას არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემაზე, და ა. ტატუნაშვილის, გ. ოთხოზორიას და დ. ბაშარაულის მკვლელების დასჯის საკითხის წინა პლანზე წამოწევას, პოლიტიზირებულს უწოდებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უკმაყოფილობა გამოხატა გაეროში ამასწინათ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მასმედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი 19-20 ივნის გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისამი კვირის შემდეგ ვინ იქნება მამუკა ბახტაძის კაბინეტში, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა
შემდეგი სტატიაგალის რაიონში 200-მდე ახალი პასპორტი და 3500-მდე ჩაწერის საბუთი გასცეს