სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს-ქიქორის დასახლებაში ხალხი შველას ითხოვს

ძლიერმა წვიმამ ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული პრობლემები შექმნა. ანაკლიაში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები.ადგილობრივების განცხადებით, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობამ გამოიწვია სახლებში წლის შესვლა. მათივე თქმით, მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურებულია. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან  იტყობინება ყველაზე მძიმე მდგომარეობაა  ქიქორის დასახლებაში,სადაც ხალხი შველას ითხოვს. ჩაკეტილია სოფელ ერგეტასთან დამაკავშირებელი გზაც.

banner
წინა სტატიაშიდატბორილი სახლები ანაკლიაში-ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთის გზატკეცილზე,არიან დაშავებულები