დატბორილი სახლები ანაკლიაში-ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა

ანაკლიაში სტიქიისგან დატბორილ სახლებში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილზე ჩასული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, წყლის დონის დაწევამდე პროცესი უშედეგო იქნება. ადგილზე  სპეციალური ტექნიკის საშუალებით დამატებითი არხების გაჭრა მიმდინარეობს. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ქიქორის დასახლებაში,სადაც ხალხი შველას ითხოვს. ჩაკეტილია სოფელ ერგეტასთან დამაკავშირებელი გზაც.

შექმნილ ვითარებას ადგილობრივები და ტურისტები პორტის მშენებლობას უკავშირებენ და ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. ანაკლიაში ნალექიანი ამინდი ამ დრომდე ნარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშისამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 13 აგვისტოს იწყება
შემდეგი სტატიასამეგრელოში სტიქია მძვინვარებს-ქიქორის დასახლებაში ხალხი შველას ითხოვს