სამეგრელოში 60 წლამდე მამაკაცი ქვით მოკლეს და შემდეგ გაძარცვეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

მკვლელობა ზუგდიდის რაიონში-60 წლამდე ტაქსის მძღოლი ყაჩაღებმა ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს, სადაც მისთვის ფულისა და მანქანის წართვევა სცადეს. მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მას თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.

თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს. დამნაშავეებმა მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი იქვე მიატოვეს და მიიმალნენ.

გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდში ცხოვრობდა. ოჯახი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები”
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი: რუსეთი სირიაში საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს