“ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები”

ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმები გრძელდება მრავალი მიმართულებით.
“ეს შეუქცევადი პროცესია. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეფორმები, რომელიც სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა, არ არის მხოლოდ “რეფორმები რეფორმებისთვის” არამედ, ეს იყო თავისთვად უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო. მათ შორის, სამართალდაცვით სფეროში მოხდა მრავალი მიდგომისა და პრაქტიკის გაუმჯობესება და განვითარება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პოლიციის საქმიანობის დახვეწას და მოქალაქეების უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას”, – განაცახადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული გზა ჩვენი არჩევანია.
“ეს არის შეუქცევადი პროცესი, ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება – ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, რასაც კიდევ ერთხელ მთელს საქართველოს ვულოცავ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასამეგრელოში 60 წლამდე მამაკაცი ქვით მოკლეს და შემდეგ გაძარცვეს