სამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზეთიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილებისთის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, მერაბ დვალის თვალის კლინიკა „ახალი მზერა“-ს, ენდოკრინოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“-ს, სენაკის ფსიქონევროლოგიური კლინიკის, თბილისსა და ქუთაისში მდებარე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების, წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და ჩიჩუების კლინიკა „მზერა“-ს წამყვანი სპეციალისტები.

მოქალაქეებმა ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მომსახურება მიიღეს.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ 85 სახის სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოცილური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია ახორციელებდნენ.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები „აუდიტორია 115“-ს მე-6 კორპუსის დატოვებისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიათავდაცვის კომიტეტი ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს