თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები „აუდიტორია 115“-ს მე-6 კორპუსის დატოვებისკენ მოუწოდებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები „აუდიტორია 115“-ის წევრებს მე-6 კორპუსის შენობის დატოვების მოთხოვნით მიმართავენ.
თსუ-ს მე-6 კორპუსის შენობასთან ამ წუთებში უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი აქციას მართავს. ისინი „აუდიტორია 115“-ის წევრებისაგან კორპუსის დატოვებას ითხოვენ, რათა ამ კორპუსში სწავლის პროცესი განახლდეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა.

როგორც აქციაში მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, დღესვე გეგმავენ შეხვდნენ მე-6 კორპუსში მყოფ „აუდიტორია 115“-ის წევრებს და გამართონ მათთან დიალოგი. იმ შემთხვევაში, თუ ეს დიალოგი არ შედგება, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები შემდგომ პრობლემების მოსაგვარებლად აპირებენ თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს მიმართონ.

როგორც აქციაზე მყოფმა ნათია ჯალაღონიამ განაცხადა, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები იჩაგრებიან ორივე მხარის მხრიდან, კერძოდ, რექტორის და „აუდიტორია 115“-ის წევრების მხრიდან.

მისივე თქმით, მათ აუდიტორიები მაღლივ კორპუსში გამოუყვეს, თუმცა პრაქტიკული სწავლებისათვის ტელე და რადიოაპარატურა მე-6 კორპუსშია განთავსებული.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მე-5 დღეა რაც თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვთ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე კუბლაშვილზე: ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიასამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა