თავდაცვის კომიტეტი ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს

ოკუპაციის შესახებ კანონი უფრო ლიბერალური გახდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საკუთარ საქმიანობას მე-9 მოწვევის პარლემნტში ამ გადაწყვეტილებით იწყებს. დეპუტატების განცხადებით, ცვლილებები გულისხმობს პასუხისმგებლობის გარკვეულ შემსუბუქებას.

კერძოდ კი, თუ აქამდე მოქალაქის მიერ საოკუპაციო საზღვრის უკანონოდ გადმოკევეთის შემთხვევაში მოქალაქის მიმართ პირდაპირ იწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში 2013 წლიდანაა წარდეგნილი და მას შემდეგ ეს პროექტი შეჩერებულია, გულისხმობს იმას, რომ პირველ ჯერზე, საოკუპაციო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში, იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა და მხოლოდ მეორედ გადმოკვეთის შემთხვევაში დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამას საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესეტებს.

“ეს არის 2013 წლის კანონპროექტი. პაატა ზაქარეიშვილი იყო ამის ლობისტი, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იყოს და იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირველ ჯერზე. ეს არაფრით არ არის დასაბუთებული და ამ შემთხვევაში მხარს უჭერენ ამის გაგრძელებას. აქ ძალიან კარგად ჩანს, ხელისუფლების პრიორიტეტები. ჩვენ რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვიბრძოლებთ, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სენსიტურ საკითხზე.” აცხადებს “ენმ”-ს წევრი ოთპ კახიძე.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა