სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ახალი უფროსი წარადგინეს

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

ახალი ხელმძღვანელი რეგიონში შს მინისტრის მოადგილემ წარუდგინა თანამშრომლებს. სამეგრელოში ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა.

ზესაშვილმა და ნიკოლოზ დიასამიძემ ადგილები გაცვალეს. სამეგრელოში ახალი ხელმძღვანელი სამცხე ჯავახეთიდან გადაიყვანეს, სამცხე ჯავახეთში კი დიასამიძე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: ღარიბაშვილს, ბერას და ჩუბინიძეს უკანონოდ უსმენდნენ
შემდეგი სტატიაპროკურატურის მტკიცებით, ბერას, ღარიბაშვილის და ჩუბინიძის აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა