სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი გუბერნატორის კარიერის შუქ-ჩრდილები

„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, რამდენიმედღიანი წვალების და ფიქრის შემდეგ მამუკა ბახტაძემ გადაწყვეტილება მიიღო: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს ვასილ ხორავა დაიკავებს, ხოლო მისი მარჯვენა ხელი, როგორც ყველგან, სადაც კი იყო ხორავა, აქაც  თორნიკე კიზირია იქნება. ხორავა და კიზირია „ბავშვობიდან“ ერთად იკეთებენ კარიერას.  სადაც არის ხორავა, კიზირიაც იქაა და პირიქით.

„სინათლის ქალაქში“ კიზირია ხორავასთან მოადგილედ იყო. ეს უკანასკნელი რკინიგზაში რომ წავიდა, იგი კიზირიამ შეცვალა, შემდეგ კიზირია რკინიგზასაც „მოელანდა“. ნებისმიერ რკინიგზელს რომ შეეკითხოთ ხორავას ან კიზირიას შესახებ, გვერწმუნეთ, დადებითს არაფერს იტყვის. აი ეს ხალხი არის ივანიშვილის მიერ ნაქები „ახალგაზრდა, წარმატებული ეკონომისტის“ მამუკა ბახტაძის საკადრო პოლიტიკის კიდევ ერთი კრახი.

ძალიან „ნიჭიერი“ უნდა იყო, რომ რამდენიმე თვეში იმდენი შეცდომა დაუშვა, რამდენიც ბახტაძემ „მოახერხა“ , ხოლო  ვიდრე სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი მმართველის კარიერული წინსვლის ბურუსით მოცულ შტრიხებს გაგაცნობთ, მოგახსენებთ, რომ რკინიგზელებმა იციან იმ ცუდი ურთიერთობის შესახებ,  რომელიც ხორავასა და ბახტაძეს შორის არსებობდა და რომ ბახტაძე ხორავას მისი საქმეების გამო კარგი თვალით არ უყურებდა, მაგრამ ვერ იშორებდა, რამეთუ ხორავას „კრიშა“ ჰყავდა“. ამ საკადრო პოლიტიკამ კი ეს მითი დაამსხვრია…

დავიწყოთ იმით, რომ ვასილ ხორავა, არაერთ სკანდალშია გახვეული და როგორც ხორავასგან დაზარალებულები აცხადებენ, ის „არის თაღლითი“. საქმე, რომელშიც ხორავა ფიგურირებს დაიწყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, დემოკრატიისა და თავისუფლების აკვანში – ამერიკაში და  საქართველოში დასრულდა.

დეტალებში უკეთ გარკვევისათვის გთავაზობთ მასალას არქივიდან (სტილი დაცულია):

2013 წლის ივ­ნის­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ჩვენს ვაჟ­სა და თა­ვის დაძმას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. რო­გორც წე­სი, მე ჩე­მი აგენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ოფი­ცი­­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­­ში მუ­შა­ობს და თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თებს შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შო­­ლობს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემ­ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მითხ­რეს, რომ ნი­­-­ორ­კში ერ­ერ­თი ქარ­თვე­ლი, კერ­ძოდ, ვა­სილ ხო­რა­ვა ბი­ლე­თებს 1.000 დო­ლა­რად ჰყიდ­და. არა­და, 1.400-დან 1.600 დო­ლა­რამ­დე ვიხ­დით ხოლ­მე. რა თქმა უნ­და, ასეთ­მა ფას­მა მეც მომ­ხიბ­ლა და ვა­სილ ხო­რა­ვას ოთხი ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ვუ­ხა­დე. მან 2-3 დღე­ში გა­მო­მიგ­ზავ­ნა მი­სა­მარ­თი, რო­მელ­ზეც ელექ­ტრო­ნუ­ლი ბი­ლე­თე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და ზედ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ეწე­რა, ქვე­მოთ ავი­­კომ­პა­ნი­ის ლინ­კი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, შე­ვე­დი ამ ლინ­კზე და ვნა­ხე, რომ ბი­ლე­თე­ბი ოფი­ცი­­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყო. დავ­რე­კე აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნიადელ­ტა­შიდა აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­ლე­თებ­ში, რო­მე­ლიც ხო­რა­ვამ ჩვენს სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნა, ფუ­ლი არ იყო გა­დახ­დი­ლი. ანუ, ოფი­ცი­­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იყო. ჩე­მი მე­უღ­ლის დამ მა­შინ­ვე ვა­სილ ხო­რა­ვას გა­და­­რე­კა. მან კი უთხ­რა, რომ რა­ღაც გა­­გებ­რო­ბა მოხ­და და ბი­ლე­თებს ხე­ლახ­ლა გა­მოგ­ზავ­ნი­და, თუმ­ცა ხელ­მე­­რედ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა­საც იგი­ვე მითხ­რესბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ფუ­ლი არა­ვის გა­და­­რიცხ­ავს. ამა­სო­ბა­ში გაფ­რე­ნის დრო მო­ახ­ლოვ­და და დაგ­ვი­­ნე­ბის გა­მო, ბი­ლე­თე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რად ვი­ყი­დეთ. ხო­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­­ნე­ბით მოგ­ვწე­რა, რომ ის ერ­ერთ უკ­რა­­ნულ კომ­პა­ნი­­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც გა­კოტ­რდა, ფუ­ლიმო­ტე­ხადა ისიც სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­ვით შარ­ში გახ­ვი­. ამ უკ­რა­­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით. საქ­მე ისა­, რომ ეს იყო დი­დი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. არ ვი­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად გა­შუქ­და ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ იმ დროს ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი უკ­რა­­ნულ­-რუ­სუ­ლი და­ნა­შა­­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა და­­კა­ვეს, რომ­ლის წევ­რე­ბიც კორ­პო­რა­ცი­ულ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს იპა­რავ­დნენ და შემ­დეგ ყიდ­დნენ. და­ნა­შა­­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ. ეს სქე­მა გა­­შიფ­რა და, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა ბა­რა­თი დაბ­ლო­კეს, მათ შო­რის ალ­ბათ, ვა­სილ ხო­რა­ვა­სიც. თა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ხო­რა­ვას არ სცოდ­ნო­და, რომ ის მო­პა­რუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით სარ­გებ­ლობ­და. მთლი­­ნად ხო­რა­ვას­თვის 4.400 დო­ლა­რამ­დე მქონ­და გა­დახ­დი­ლი და აქე­დან მხო­ლოდ 2.200 და­აბ­რუ­ნა. მე პი­რა­დად ქა­ლაქ ბრიჯ­ვო­ტარ­ში ვცხოვ­რობ. იქ­ვე ახ­ლოს, ქა­ლაქ მემ­ვილ­თან, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­­, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. სწო­რედ იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რი­სას, რომ ხო­რა­ვას მსხვერ­პლი 50-მდე ადა­მი­­ნი ვი­ყა­ვით. შე­საძ­ლო­, უფ­რო მე­ტიც. აქე­დან თან­ხა მთლი­­ნად მხო­ლოდ ოთხს და­უბ­რუ­ნა,“ – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული რე­ვაზ გა­რიშ­ვი­ლი.“

როდესაც ეს აფიორა გახმაურდა, ამ დროს ვასილ ხორავა აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა მინისტრი იყო. როცა მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს, ხორავამ „ხელები დაიბანა“ და თითი ვინმე ირაკლი შაიშმელაშვილისაკენ გაიშვირა. ამ სკანდალმა ხელი არ შეუშალა ხორავას წინსვლას, ის მალევე თბილისის მერიაში დაასაქმეს და ქალაქის განათება ჩააბარეს.  „სინათლის ქალაქის“ შემდეგ ხორავა რკინიგზაში გადადის და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ხორავა რკინიგზაშიც ვერ გაექცა სკანდალს, მისი იქ მისვლიდან ცოტა ხანში უგზოუკვლოდ „იკარგება“ დიდი რაოდენობის სპილენძი. გამოძიება დაწყებულია, მაგრამ, როგორც ამბობენ „თაროზე ობდება“. არც ხორავასთვის და არც მისი მარჯვენა ხელის – კიზირიასთვის, დღემდე პასუხი არავის მოუთხოვია. აი, ასეთ ხალხზე აკეთებს გათვლას ბახტაძე და ამ ხალხის მეშვეობით აპირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის აყვავებას. საინტერესოა ამ ხალხის იმედი აქვს ბიძინა ივანიშვილს? მას ჰგონია რომ ეს ხალხი შეაგროვებს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პარტიისთვის ხმების გადამწყვეტ რაოდენობას?

დაახლოებით ერთი თვის წინ გაირკვა რომ ხორავა მორიგი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საქმე ეხება ივანიშვილის ყბადაღებული ხეების გადაზიდვას. ივანიშვილი რკინიგზის მუშებსაც უხდის ხელფასს ხეების გადაზიდვის გამო. აღმოჩნდა, რომ მუშებს რკინიგზამ ხელფასი არ გადაუხადა, მეტიც, ხელფასი რომ ერიცხებოდათ ხეების გადატანაში დასაქმებულებს, ეს მათ შემთხვევით გაიგეს და ამის შემდეგ მოითხოვეს ანაზღაურება. ხორავა ჩავიდა ნატანებში და მუშებს „საქმე გაურჩია“. მომხდარი გახმაურდა და რკინიგზა იძულებული გახდა მუშებისთვის მოპარული ხელფასი გადაერიცხა. ეს მოხდა წელს, ივნისში და თუ ვინმეს ჩვენს სიტყვებში ეჭვი ეპარება, შეუძლია გადაამოწმოს ფაქტი, რომელიც აუცილებლად დადასტურდება, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე!

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავს, ყველა უბედურება მათი გაკეთებულია – პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ, ხალხს ავიწყდება ეს დანაშაულებები
შემდეგი სტატიაზუგდიდში სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს