ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავს, ყველა უბედურება მათი გაკეთებულია – პარტიიდან გავიდნენ და ჰგონიათ, ხალხს ავიწყდება ეს დანაშაულებები

საზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავ

ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, შემდეგ გავიდნენ პარტიიდან და ამათ ჰგონიათ ხალხს ავიწყდება თუ ვისი გაკეთებულია ეს შეცდომები და დანაშაულებები, – ამის შესახებ 10 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უამრავი ფული დახარჯეს, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური.

„შარშან, ქუთაისში, ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს… თუმცა, ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, შემდეგ გავიდნენ პარტიიდან და ამათ ჰგონიათ ხალხს ავიწყდება თუ ვისი გაკეთებულია ეს შეცდომები და დანაშაულებები. „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი ფული დახარჯეს, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. თუმცა, ისე გააყალბეს არჩევნები ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობისას ხარვეზები გამოვლინდა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი გუბერნატორის კარიერის შუქ-ჩრდილები