სამედიცინო ექსპერტებმა უკეთ იციან, რა არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სტაბილურობისთვის

სამედიცინო ექსპერტებმა უკეთ იციან, რა არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვაზე საპასუხოდ ელჩმა განმარტა, რომ მკურნალობის პროცესში სპეციალისტები არიან ჩართული და ამ თემაზე საუბარიც მათი კომპეტენციაა.

„პასუხს სამედიცინო ექსპერტები გასცემენ და არის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სახალხო დამცველის ორგანიზებითაა შექმნილი. აქ არიან მულტიდისციპლინური ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან წვდომა, მათ უკეთ იციან, რა სჭირდება მას, რომ გამოჯანმრთელდეს და რა არის საჭირო მისი მდგომარეობის სტაბილურობისთვის. ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა კელი დეგნამა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე
შემდეგი სტატიააქცია საპატრიარქოსთან (ვიდეო)