მეუფე ნიკოლოზი: მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე

„მე არ მაქვს არავითარი კომპეტენცია, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი…მაგრამ მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მე გავაკეთე საქმე. შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. არის განცდა, შეგრძნება უბრალოდ, რომ დასუსტებულია ადამიანი, არ ვიცი, მედიცინაშიც ვერ ვერკვევი მაინც და მაინც, მგონია, შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად სუსტად არის, მე ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს“, –განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და 7-გზის ზეთსცხების რიტუალი შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე სააკაშვილის ზიარება და მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა
შემდეგი სტატიასამედიცინო ექსპერტებმა უკეთ იციან, რა არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სტაბილურობისთვის