სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო, უფასო აცრის გაკეთება შეუძლიათ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრების ჩატარებაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს მიერ შემოტანილი გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის

აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში

ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

თბილისის მასშტაბით აცრის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

1. შპს „ვერე-21“ პოლიკლინიკა- მის: ქიაჩელის ქ. N 18

2. შპს „მედისონ ჰოლდინგი“- მის: კალოუბნის ქ. N 12

3. შპს „მედისონ ჰოლდინგი“-მის: ვაჟა-ფშაველა 83/11

4. შპს „ჰერა“- მის: ლუბლიანას ქ. N 5

5. შპს „მედკაპიტალი -გლდანი“- მის: ვეკუას ქ. N 18

6. შპს „მედკაპიტალი -სამგორი“- მის: მოსკოვის გამზ., კვ. 4, კორპ. 3

7. შპს „მედკაპიტალი – საბურთალო“ – მის: გამრეკელის ქ. N 19

8. შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“- წინამძღვრიშვილის ქ. N 57

25 იანვარს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ სოციალურ-კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაქცინაციას განხორციელებს მხოლოდ ორსულებისთვის ევექსის თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში.

თბილისი:

1.ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა – ვაჟა ფშაველას 40

2.ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა – ა. წერეთლის გამზირი 141ა.

3.ევექსის ისნის პოლიკლინიკა – ქ. წამებულის 69

4.ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა -ვეკუას ქ. 3

5.ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა – პეტრიწის 16

რეგიონები:

1.ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა – ს. ხიმშიაშვილის N20

2.ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა – მ.კოსტავას 1

3.ევექსის ფოთის პოლიკლინიკა – გამსახურდიას ქ. N6

4.ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა – პ.იაშვილის ქ. 9/11

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ გავშიფრე