ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.

მისივე თქმით, ინვესტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.

banner
წინა სტატიაშიკონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ – ბესელია
შემდეგი სტატიასამედიცინო დაწესებულებები, სადაც ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო, უფასო აცრის გაკეთება შეუძლიათ